თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლტოლვილების გადანაწილების ახალი სქემის წინადადებით გამოვიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროკომისიის პრეს-რელიზზე დაყრდნობით.
ევროკომისარი დიმიტრის აბრამოპულოსი გამოვიდა წინადადებით – იპოვონ კომპრომისი თავშესაფრის მინიჭების ზოგადი ევროპული სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.
"კომისია გამოდის ინიციატივების სერიით საკვანძო საკითხებზე: სულ მცირე 50 ათასი ლტოლვილის განთავსების ახალი სქემით", — ნათქვამია პრეს-რელიზში.
არალეგალების გადანაწილების ძალისხმევის მხარდასაჭერად ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროკავშირი ჯერ კიდევ სირთულეებს აწყდება მიგრანტების წინა პარტიების გადანაწილებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ ლტოლვილების მიღების თავისი კვოტა მიიღო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არალეგალების მიღებას არ აპირებს. პოლონეთმა საერთოდ უარი თქვა ლტოლვილების მიღებაზე, ხოლო უნგრეთმა და სლოვაკეთმა არცთუ დიდი ხნის წინ პოლონეთის მხარდაჭერით ევროპის სასამართლოს მიმართეს და ბრიუსელის მიერ თავსმოხვეული კვოტები გააპროტესტეს. ევროსასამართლომ სარჩელი არ მიიღო და მოსარჩელეებს დიდი ჯარიმის მუქარით ლტოლვილების მიღების დაწყება დაავალა.