00:49 31 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1346)
110 0 0

ბრაზილიის ვირუსოლოგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და უკვე ცხრა მუნიციპალიტეტს მოედო.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი სახესხვაობა აღმოაჩინეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება ბრაზილიაში, იუწყება Globo ქვეყნის ვირუსოლოგიური სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტ ჟოაო პესოა არაუჟო ჟუნიორზე დაყრდნობით.

„ვარიანტი P4 უცნობი წარმოშობისაა. პირველად ის სან-პაულუს მუნიციპალიტეტ მოკოკაში გამოვლინდა, რის შემდეგაც ფართოდ გავრცელდა პორტუ-ფერეირაში. არის თუ არა ის უფრო გადამდები ან საშიში — ამის განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია“, — წერს გამოცემა.

აღინიშნება, რომ ვარიანტი Р4, ისევე, როგორც სხვა „ბრაზილიური“ შტამები — Р1 და Р2, ასევე ფილიპინებზე გავრცელებული Р3 – განეკუთვნება B.1.1.28 ხაზს.

ვირუსოლოგ არაუჟო ჟუნიორის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება რეგიონში და უკვე ცხრა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

სან-პაულუს უნივერსიტეტის მონაცემები გრიპისა და კორონავირუსის გენომების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის საერთაშორისო სააგენტო GISAID-ს გადაეცა, სადაც მას სახელწოდება P4 მიანიჭეს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1346)

მთავარი თემები