01:02 31 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1346)
44 0 0

სახელმწიფომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა სამი თვის წინ მოიწონა – ქვეყანაში ინფიცირებისა და სიკვდილის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ტურისტებს COVID-19-ზე ვაქცინაცია შეუძლიათ სან–მარინოში – ქვეყანაში ორშაბათიდან, 17 ივნისიდან „ვაქცინირებული ტურიზმი“ გაიხსნა.

სან–მარინოს სახელმწიფო მდივანმა ტურიზმის საკითხებში ფედერიკო პედინი ამატიმ აღნიშნა, რომ კამპანია შესაძლებელი გახდა რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-ს წყალობით. ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 90% ამ ვაქცინით აიცრა.

რესპუბლიკაში მთლიანად დაახლოებით 38 ათასი აცრა ჩატარდა. პირველი დოზა მიიღო 21,8 ათასმა ადამიანმა – ეს სან–მარინოს მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედია.

ამასთან, ქვეყანაში ჩასულ სტუმრებს არჩევანის გაკეთებაც შეუძლიათ „სპუტნიკV“-სა და Pfizer-ს შორის. თუმცა უცხოელებმა ქვეყანაში მინიმუმ ექვსი დღე უნდა დაჰყონ – ორჯერ სამ–სამი დღით, რაც საკმარისია ვაქცინაციაზე თვალყურის მისადევნებლად. მეორე აცრა 21–28 დღის პერიოდში ტარდება. ვაქცინაცია 50 ევრო ჯდება ქვეყანაში ცხოვრების ხარჯების გაუთვალისწინებლად.

ამასთან, ქვეყანაში გაცემულ სერტიფიკატში ვაქცინაციის შესახებ არ აღინიშნება, თუ რომელი პრეპარატით აიცრა ადამიანი, თუმცა დოკუმენტში ტურისტებისთვის ეს მითითებული იქნება.

ქვეყნის ხელისუფლებამ „სპუტნიკ V“-ს გამოყენება ამ წლის თებერვალში დაუშვა. უკვე მაისში ინფიცირება 40-ჯერ და მეტად შემცირდა, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. ხელისუფლება პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის.

რუსეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. ამჟამად ქვეყანაში სამი პრეპარატია დაშვებული: „სპუტნიკ V“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“.

„სპუტნიკ V“ რუსეთში 2020 წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირეს. ამ დროისათვის ვაქცინა დარეგისტრირებულია 65 ქვეყანაში, რომელთა მოსახლეობა ჯამში 3,2 მილიარდ ადამიანს აღემატება.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1346)

მთავარი თემები