ვაქცინა „სპუტნიკ V" 65-ე ქვეყანამ დაარეგისტრირა

© Pixabay/liyingwuმალდივები
მალდივები - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
სახელმწიფო რეგულატორების მხრიდან მოწონების მხრივ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას „სპუტნიკ V“ მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. მალდივის რესპუბლიკის რეგულატორმა მოიწონა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V", განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა (RDIF).

ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანმოს „სპუტნიკ V“-ს სწრაფად აღიარებისკენ მოუწოდა

COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის რეგისტრაცია დაამტკიცა მალდივის რესპუბლიკის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სამმართველომ (FDA). პროცედურა დაჩქარებული წესით ჩატარდა, აღნიშნეს RDIF-ში.

„ამგვარად, „სპუტნიკ V" რეგისტრირებულია 65 ქვეყანაში, რომელთა მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 3,2 მილიარდ ადამიანს აღემატება“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა ვაქცინა დაახასიათა როგორც ერთ-ერთი „აღიარებული გლობალური ინსტრუმენტი“ კორონავირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად. მალდივები - პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, ხოლო „სპუტნიკ V"-ს გამოყენება ქვეყანას პანდემიის პერიოდში ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებაში დაეხმარება, ხოლო „შემდგომში სერიოზულ კოვიდ-შეზღუდვებს ააცილებს“, განაცხადა დმიტრიევმა.

ვაქცინა Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ჯანმომ რუსული კოვიდ-ვაქცინა შესაძლოა ზაფხულში მოიწონოს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მალდივებზე პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 40 ათას ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 87 პაციენტი. ქვეყანაში 530 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

კოორნავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთში 2020 წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირეს. ვაქცინის ეფექტურობა, სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემის მიხედვით, 91,6%-ს შეადგენს. ეს დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფონდის მონაცემებით, სახელმწიფო რეგულატორების მხრიდან მოწონების მხრივ „სპუტნიკ V“-ს მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0