06:01 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (389)
91 0 0

თურქეთის პრეზიდენტს, რომელიც ახალი არხის აქტიური მხარდამჭერია, იმედი აქვს, რომ „სტამბული“ უცხოური ინვესტიციების გარეშე აიგება.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თურქეთს შეუძლია უკვე ივნისში შეუდგეს არხ „სტამბულის“ პროექტის რეალიზაციას, განუცხადა ჟურნალისტებს პარასკევის ლოცვის შემდეგ პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, რაც ტელეარხ NTV-ს პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

„ჩვენ გვსურს, რომ [არხ „სტამბულის“ მშენებლობა] ხიდების აგებით დავიწყოთ, რომლებიც არხს გადაკვეთს. იმედი მაქვს, რომ ერთ–ერთი ხიდის აგებას უკვე ივნისში დავიწყებთ“, — თქვა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთს იმედი აქვს, რომ „სტამბულის“ რეალიზება უცხოური ინვესტიციების გარეშე იქნება შესაძლებელი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მთავრობამ მოიწონა Kanal Istanbul Project-ის განვითარების გეგმა, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს. 45-კილომეტრიანი არხის პროექტის ღირებულება 75 მილიარდი ლირაა (დაახლოებით 9,2 მილიარდი აშშ დოლარი). მთავრობის პროგნოზით, ახალი სანაოსნო გზა ბოსფორის სრუტის დატვირთვას შეამცირებს, რომლითაც ამჟამად ძალიან ბევრი ხომალდი სარგებლობს. ამასთან, ახალი არხის არსებობა დააზღვევს იმგვარ ინციდენტებს, როგორიც სუეცის არხში მოხდა ცოტა ხნის წინ, სადაც გიგანტური კონტეინერმზიდი იყო გაჭედილი რამდენიმე დღის განმავლობაში. თურქეთის ლიდერის თქმით, „სტამბულზე“ მონტრეს კონვენცია არ გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტს თურქეთში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. მათ შორის არიან გადამდგარი ადმირალები, რომლებმაც კოლექტიური წერილიც გამოაქვეყნეს მონტრეს კონვენციასთან დაკავშირებით. წერილში ადმირალები შეთანხმებას, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე თურქეთის სუვერენულ უფლებებს აწესებს, ქვეყნის დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებენ და აცხადებენ, რომ „სტამბულის არხის“ პროექტის გამო შეთანხმებიდან გასვლაზე დისკუსიები მიუღებელია. ამ წერილის გამო ათი ადმირალი დაკავებულიც კი იყო, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს. 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (389)

მთავარი თემები