18:20 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (353)
151 0 0

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტმა გასულ წელს დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ქალაქმოწყობის პრობლემური საკითხების საკოორდინაციო საბჭოდან გარიცხა, იუწყება უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

აღინიშნება, რომ შესაბამისი ბრძანებულება უკვე შევიდა ძალაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში სააკაშვილის ადგილს რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ექსპერტი გიორგი ცხაკაია დაიკავებს.

ამასთან საკადრო ცვლილებების მიზეზები არ არის დაკონკრეტებული.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ის ლობირებას უწევდა ცხაკაიას დანიშვნას უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის უფროსად.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (353)

მთავარი თემები