ზელენსკიმ სააკაშვილი საკოორდინაციო საბჭოდან გარიცხა: ბრძანებულება უკვე ძალაშია

© photo: Sputnikმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტმა გასულ წელს დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ქალაქმოწყობის პრობლემური საკითხების საკოორდინაციო საბჭოდან გარიცხა, იუწყება უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
კიევმა მოუწოდა სააკაშვილს არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

აღინიშნება, რომ შესაბამისი ბრძანებულება უკვე შევიდა ძალაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში სააკაშვილის ადგილს რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ექსპერტი გიორგი ცხაკაია დაიკავებს.

ამასთან საკადრო ცვლილებების მიზეზები არ არის დაკონკრეტებული.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ის ლობირებას უწევდა ცხაკაიას დანიშვნას უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის უფროსად.

 

ყველა ახალი ამბავი
0