კიევმა მოუწოდა სააკაშვილს არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

© photo: Sputnikმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობს, სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს უკომენტაროდ არ ტოვებს

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს ექსპრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან, იუწყება ტელეარხი RT უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

სააკაშვილი: ოპოზიცია მალე იჯდება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში >>

შესაბამისი გაფრთხილება უკავშირდება სააკაშვილის გამონათქვამებს საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის მისამართით. კერძოდ, ყოფილ პრეზიდენტს არ მოეწონა, რომ ელჩმა მას მოუწოდა თავი შეიკავოს საქართველოში საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებებისგან. სააკაშვილმა დოლგოვს „მექრთამე და კორუმპირებული ჩინოვნიკი" უწოდა.

„საქართველოში უკრაინის ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ბრალმდებლის ემოციების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში ასევე გააფრთხილეს უკრაინის საჯარო პირები, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებისგან.

ნაცმოძრაობის ყრილობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2020
პოლიტიკური ნოკდაუნი თუ... რას უმზადებს „ქართული ოცნება" მთავარ მოწინააღმდეგეს

„ასეთი განცხადებები შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული. უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და არც მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე“, - აცხადებენ სამინისტროში.

მიხეილ სააკაშვილი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ, იგი კიევში ცხოვრობს და  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია. თუმცა, „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგად და არაფორმალურ ლიდერად რჩება და მის მართვას დისტანციურად ცდილობს.

ამჟამად სამშობლოში სააკაშვილს თანამდებობრივი დანაშაულებებისთვის საერთო ჯამში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, საქართველოს სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

ყველა ახალი ამბავი
0