უფრთხილდით „იბუპროფენს“: დასახელდა პოპულარული პრეპარატის სერიოზული გვედითი ეფექტები

© Pixabay / jarmolukმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
ბრიტანელი ექიმები ასახელებენ გვერდით ეფექტებს, რომლებიც შეიძლება ახლდეს პოპულარული ტკივილგამაყუჩებლის მიღებას, და მათთან გამკლავების რეკომენდაციებს გასცემენ.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის „იბუპროფენის“ პერორალურად მიმღები ყოველი მე-100 პაციენტი ამა თუ იმ გვერდით ეფექტს აწყდება, წერს გამოცემა Express დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) განცხადებაზე დაყრდნობით.

სლოკინის შეტევა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
სლოკინი შეიძლება სერიოზული პრობლემის არატიპიური სიმპტომი იყოს: ექიმი გირჩევთ

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი გამოდის როგორც აბების, ისე მალამოს სახით. მედიკოსების თქმით, „იბუპროფენის“ კანზე წასმის შემთხვევაში გვერდითი რეაქციები უფრო იშვიათად ფიქსირდება, ვიდრე მისი აბების სახით მიღების შემთხვევაში.

„იბუპროფენის“ ყველაზე უსიამოვნო შედეგებად დასახელებულია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პირღებინება, კუჭის აშლილობა. თუმცა ზოგ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება ბევრად სერიოზული გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს, რა დროსაც ექიმისთვის მიმართვა აუცილებელია.

სტატიაში ასეთი ოთხი სახის რეაქციია დასახელებული:

  • შავი ფერის განავალი ან სისხლიანი ღებინება — ეს შეიძლება კუჭში სისხლდენის ნიშანი იყოს;
  • შესიებული კოჭები, სისხლიანი შარდი ან გაძნელებული შარდვა — თირკმლის სავარაუდო პრობლემები;
  • ტკივილები გულ-მკერდის ან მუცლის არეში — კუჭის ან ნაწლავის გახვრეტის ნიშანი;
  • გაძნელებული სუნთქვა — ასთმის სიმპტომი.

როგორც გამოცემა Express წერს, იშვიათ შემთხვევაში ასევე შეიძლება თავი იჩინოს ალერგიულმა რეაქციამ „იბუპროფენზე“.

გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
ინფარქტის სიმპტომი, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ: ექიმი გაფრთხილებთ

NHS-ის ექსპერტების რეკომენდაციით, თუ „იბუპროფენით“ გამოწვეული გვერდითი ეფექტი თავის ტკივილებით გამოიხატება, საჭიროა ბევრი სითხის მიღება და მეტი დასვენება, აუცილებელია ალკოჰოლის შეზღუდვა. თუ ეს სიმპტომი ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა ან ძალიან ძლიერი ტკივილები ახლავს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 

თავბრუსხვევის შემთხვევაში ექიმები გირჩევენ დაჯდეთ ან წამოწვეთ მანამ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ. ამასთან უნდა მოერიდოთ ყავას, სიგარეტსა და ალკოჰოლს.

რაც შეეხება გულისრევას, ასეთ შემთხვევაში უნდა იკვებოთ მსუბუქად და უარი თქვათ მწარე/ცხარე საკვებზე.

ყველა ახალი ამბავი
0