ინფარქტის სიმპტომი, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ: ექიმი გაფრთხილებთ

CC BY 2.0 / Charlotte Astrid / გულის შეტევის სიმპტომები ქალებში
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
მოახლოებულ ინფარქტზე მხოლოდ მკერდის არეში ტკივილები არ მეტყველებს, არსებობს არაერთი ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდნენ ადამიანებმა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. კბილის ტკივილი შეიძლება მოსალოდნელ გულის შეტევაზე მიანიშნებდეს, განუცხადა პორტალ Express-ს თერაპევტმა ალკა პატელმა.

ტკივილის შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!

მისი თქმით, გულის შეტევის სიმპტომები არ შემოიფარგლება მხოლოდ მკერდის არეში ტკივილებით.

„გულის შეტევის სიმპტომების სრული სპექტრის ცოდნას შეუძლია სიცოცხლე შეგინარჩუნოთ. ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი გამაფრთხილებელი ნიშანი — კბილის ტკივილია, რომელზეც განსაკუთრებით მათ უნდა გაამახვილონ ყურადღება, ვისაც მანამდე სტომატოლოგიური პრობლემები არ ჰქონია“, — ამბობს ექიმი.

პატელის განმარტებით, მსგავსი სიმპტომი განპირობებულია ცდომილი ნერვის მდებარეობით, რომელიც ტვინიდან გულისკენ ყბის გავლით მიდის.

გარდა ამისა, ალკა პატელი გულის შეტევის კიდევ ერთ სიმპტომად ასახელებს გამუდმებულ ხველებას, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ადამიანის ფილტვები, დასუსტებული გულის გამო, სითხითაა სავსე.

ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს>>

გულის შეტევა არის მძიმე პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთში სისხლის მიწოდების მწვავე უკმარისობით (თრომბით დაცობა და/ან სპაზმი, ჩვეულებრივ, გულის მკვებავი არტერიის ათეროსკლეროზული ფოლაქის მიდამოში), რასაც იშემიის განვითარება და ამ კუნთის ნაწილის ნეკროზი (სიკვდილი) მოჰყვება.

 

ყველა ახალი ამბავი
0