სლოკინი შეიძლება სერიოზული პრობლემის არატიპიური სიმპტომი იყოს: ექიმი გირჩევთ

CC BY 2.0 / Flickr / Radrice / Hiccup Cureსლოკინის შეტევა
სლოკინის შეტევა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
ხშირი და ხანგრძლივი სლოკინის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ეს შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ხშირი სლოკინი შეიძლება იყოს სიგნალი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, განაცხადა ექიმმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრ მიასნიკოვმა.

ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2019
სლოკინი ახალშობილის ტვინს ავითარებს: ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგების დასკვნა

ექიმმა განმარტა, რომ სლოკინი ცდომილი ნერვის გაღიზიანების დროს იწყება, რომელიც თითქმის მთელ სხეულზე, მათ შორის, დიაფრაგმაზეც გადის.  

„თუ რაიმე პრობლემა არსებობს, იქნება ეს დიაფრაგმის აბსცესი, ანთებითი პროცესი ქვემოდან თუ მოცულობითი პროცესი ზემოდან, ეს იწვევს ცდომილი ნერვის გაღიზიანებას. შედეგად ტვინში მიდის სიგნალები და ადამიანს სლოკინი ეწყება“, — ამბობს ექიმი.

ამასთან მიანიკოვი განმარტავს, რომ თუ სლოკინი ხშირად და ხანგრძლივად ემართება ადამიანს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს კომპეტენტურ სპეციალისტს. თუ გამოკვლევამ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ გამოავლინა, მაშინ გაუჩერებელ სლოკინს ექიმი კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატით მოხსნის.

რამდენიმე უსწრაფესი და ეფექტური ხერხი სლოკინის შესაჩერებლად>>

მანამდე ლონდონის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგებმა კვლევების საფუზველზე დაადგინეს, რომ სლოკინი ტვინის სიგნალების დიდ ტალღას აღძრავს, რაც ტვინის განვითარებას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0