რომელი ჯანსაღი მარცვლოვანი პროდუქტები ზრდის სიკვდილის რისკს: დადგინდა კვლევით

© Pixabay / TinaKirkსასარგებლო ბურღულეული
სასარგებლო ბურღულეული - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ გასუფთავებული მარცვლეულის ზედმეტი მოხმარება საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და ზრდის სიკვდილის რისკს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. დამუშავებული (გაწმენდილი) მარცვლოვნების ხშირი მოხმარება, გაუსუფთავებელი, მთელმარცვლოვანი პროდუქტებისგან განსხვავებით, ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სიკვდილის რისკს, დაასკვნეს მეცნიერებმა, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში BMJ.

ყავა Starbucks - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
ფინჯანი ყავა და სიყრუე მამაკაცებში: მეცნიერული კვლევის შედეგი

სტატისტიკის თანახმად, მთელ მსოფლიოში ადამიანები ყოველდღიური კალორიების დაახლოებით 50 პროცენტს ისეთი მარცვლეულიდან ივსებენ, როგორებიცაა შვრია, ბრინჯი, ქერი და ხორბალი. 

ცნობილია, რომ მთელმარცვლოვანი პროდუქტები შეიცავს უფრო მეტ საკვებ ბოჭკოს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებსა და შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, ვიდრე გაწმენდილი მარცვლეული. მანამდე ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ მთელმარცვლოვნების მოხმარება სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის, მაგრამ გაწმენდილი მარცვლეულის მავნებლობა აქამდე ცნობილი არ ყოფილა.

ამჯერად სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები დიდ საერთაშორისო პროექტში გაერთიანდნენ, რათა დამუშავებული მარცვლეულის, მთლიანი მარცვლეულისა და თეთრი ბრინჯის კავშირი დაედგინათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან და სიკვდილიანობის რისკებთან.

სწავლულებმა საბაზისოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები აიღეს, რომელიც ხუთი კონტინენტის 21 ქვეყანაში იყო ჩატარებული. შეირჩა 35-დან 70 წლამდე ასაკის 137 130 ადამიანი, რომელთაც ადრე ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ აღენიშნებოდათ.

ოფთალმოლოგი სინჯავს პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
დაჟინებული მზერა უკურნებელი დაავადების სიმპტომი აღმოჩნდა: მეცნიერთა დასკვნა

კვლევის დასაწყისში მკვლევარებმა შეაგროვეს პირველადი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია კვების, განათლების დონის, კეთილდღეობის, ცხოვრების წესისა და სამედიცინო ისტორიის შესახებ. შემდეგ 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ მონაწილეთა შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებითა და მოვლენებით (ინფარქტი, ინსულტი და გულის მწვავე უკმარისობა) გამოწვეულ სიკვდილიანობას.

შედეგებმა აჩვენა, რომ მათი 33 პროცენტი, ვინც დღეში 350 გრამ გასუფთავებულ მარცვლეულს მიირთმევდა, გულის სერიოზული დაავადებით იტანჯებოდა და ამასთან სიკვდილის შანსი 27 პროცენტით უფრო მაღალი ჰქონდა, ვიდრე მათ, ვინც 50 გრამზე ნაკლებ გასუფთავებულ მარცვალს იღებდა დღეში.

დადგინდა ისიც, რომ გასუფთავებული მარცვლების დიდი რაოდენობით მოხმარება ასევე კავშირში იყო არტერიული წნევის მატებასთან.

აღნიშნული კვლევა პირველია, რომელმაც დაადასტურა, რომ გასუფთავებული მარცვლეულის საკვებად გამოყენება საზიანოა გულისთვის და ამცირებს გადარჩენის შანსებს.

დადგინდა ექსპერიმენტით: წრფელი ლოცვა სისხლის სტრუქტურას ცვლის>>

თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს არ შეეხება გაწმენდილ თეთრ ბრინჯს — ის არ ზრდის სიკვდილის რისკებს.

ამასთან ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა დაკვირვებითი ხასიათისა იყო და მიზნად არ ისახავდა თვით დაავადების მიზეზების დადგენას.

ყველა ახალი ამბავი
0