ინციდენტი აშშ-ში: ჰაკერმა მთელი ქალაქის მოწამვლა სცადა

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიIT-სპეციალისტი კომპიუტერთან
IT-სპეციალისტი კომპიუტერთან  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
სადგურის ოპერატორმა დროულად შენიშნა, რომ ვიღაცამ კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია და ქალაქის მოსახლეობა მოწამვლისგან იხსნა.

თბილისი, 9 თებერვალი — sputnik. უცნობმა ჰაკერმა აშშ-ის ქალაქ ოლდსმარის წყლის გამწმენდი სადგურის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეაღწია და წყალში საშიში ქიმიკატის დონის გაზრდა სცადა, იუწყება სააგენტო Bloomberg.

ადამიანები გაზსაწინააღმდეგო ნიღბებით - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მსოფლიო ქიმიური და ბიოლოგიური შეტევების მზარდი საფრთხის წინაშე დგას: მინისტრის გაფრთხილება

ქალაქის შერიფის ბობ გუალტიერის თქმით, სადგურის ოპერატორმა შენიშნა, რომ ვიღაცამ დისტანციურად მიიღო წვდომა კომპიუტერულ სისტემაზე, „რომელიც სასმელ წყალში ქიმიკატების დონეს აკონტროლებს“.

შერიფის თქმით, ჰაკერის პირველ მცდელობას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ კიბერშეტევა გამეორდა.

„სისტემის ერთ-ერთი ოფცია, რომელზეც ჰაკერმა წვდომა მიიღო — ეს არის წყალში ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველობის კონტროლი. ჰაკერმა მისი დონე ერთ მილიონზე 100 წილიდან 11 ათას წილამდე გაზარდა. ეს ძალიან დიდი და პოტენციურად სახიფათო დონეა“, — აღნიშნა შერიფმა.

ამის შემდეგ ჰაკერი სისტემიდან გავიდა, ხოლო ოპერატორმა მოახერხა, სწრაფად დაეწია ნივთიერების შემცველობა წყალში ნორმალურ დონემდე. ქალაქის მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია.

ბობ გუალტიერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნიდან განხორციელდა თავდასხმა. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება.

მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ არსებობს ინტერნეტით ქიმიური თუ ბიოლოგიური შეტევების მზარდი საფრთხე.

ყველა ახალი ამბავი
0