თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ზოგი ქვეყნის მიერ დადგენილი საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა მსოფლიოს ქიმიური და ბიოლოგიური შეტევების საფრთხის წინაშე აყენებს, მიაჩნია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს.
Ben Wallace has warned of a growing threat of chemical and biological attacks, blaming a “breakdown of world order” as states ignore long-established international rules https://t.co/IInZqP5fmS
— The Times (@thetimes) February 9, 2021
აღნიშნულის თაობაზე მინისტრმა გაზეთ The Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„მიმაჩნია, რომ არსებობს ქიმიური თუ ბიოლოგიური [შეტევების] მზარდი საფრთხე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აღმოაჩნდებათ ხელთ იმ ადამიანებს, ვინც ინტერნეტით სარგებლობს“, — განაცხადა მინისტრმა.
უოლესის თქმით, სწორედ ინტერნეტმა „ააჩქარა“ ტერორისტული დაჯგუფებები და იმ ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნისკენ ისწრაფვიან.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ბიოინჟინერიისა და სინთეტიკური ბიოლოგიის სავარაუდო საფრთხეებზეც. როგორც უოლესი ამბობს, ამ დროისათვის ისინი უკვე არსებობს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ დაინტერესებული მხარეები სრული ძალით იყენებენ მათ.