სპრეი Genoxyn: თურქმა მეცნიერებმა COVID-19-ის ერთ წუთში მკვლელი პრეპარატი შექმნეს

CC0 / Pixabay / ნაზალური სპრეი
ნაზალური სპრეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქმა მკვლევარებმა კორონავირუსზე ტესტირების უსწრაფეს მეთოდს მიაგნეს, რომელიც ნანოტექნოლოგიებს ეფუძნება და ვირუსს 10 წამში იცნობს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თურქმა მეცნიერებმა შექმნეს ნაზალური სპრეი, რომელიც, მათი მტკიცებით, ერთ წუთში ანადგურებს კორონავირუსს, წერს გაზეთი Daily Sabah.

​სპრეი Genoxyn ულუდაგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მეცნიერებმა — პროფესორმა შეჰიმე გულსუნ თემელმა, დოქტორებმა — აჰმეთ იუმით სანაბჯიმ და გიუნეით ოზაკინმა შეიმუშავეს.

სანაბჯის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.

„მანამდე ჩვენ დავადგინეთ, რომ პრეპარატს ანტიბაქტერიული თვისება ახასიათებს, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ დავფიქრდით, შეგვეძლო თუ არა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას წავდგომოდით. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპრეი ვირუსს კლავს პირისა და ცხვირის ქსოვილებზე, რაც მის გავრცელებასა და გამრავლებას უშლის ხელს“, — განმარტა დოქტორმა.

პროფესორ გულსუნ თემელის თქმით, სპრეი ვირუსს ერთ წუთში ანადგურებს და ამასთან არ აზიანებს ლორწოვანა გარსებზე ეპითელურ უჯრედებს.

თურქული სამეცნიერო-კვლევითი კომპანიის თანამშრომელი  - Sputnik საქართველო
შექმნილია კოვიდ-ტესტირების ელვისებური მეთოდი, რომელიც ვირუსს წამებში იცნობს

„უფრო მეტიც, ჩვენ დავადგინეთ, რომ ის სამკურნალო მოქმედებას ახდენს ამ უჯრედებზე. შესაბამისად, მისი გამოყენება უსაფრთხოა“, — თქვა მეცნიერმა.

თურქი მიკრობიოლოგების განმარტებით, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ნანოტექნოლოგიების მეშვეობით დახვეწეს და სრულყოფილი გახადეს, მისი ეფექტურობაც უფრო სტაბილური გახდა და მან გარკვეულ მოლეკულებზე ხანგრძლივი ზემოქმედება გამოავლინა.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპრეი Genoxyn მაღალეფექტურია არა მხოლოდ СОVID-19-ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0