შექმნილია კოვიდ-ტესტირების ელვისებური მეთოდი, რომელიც ვირუსს წამებში იცნობს

© AP Photo / Emrah Gurelთურქული სამეცნიერო-კვლევითი კომპანიის თანამშრომელი
თურქული სამეცნიერო-კვლევითი კომპანიის თანამშრომელი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმის თქმით, კორონავირუსის ტესტირების ახალი მეთოდი ნანოტექნოლოგიებს ეფუძნება და რეკორდულად მცირე დროში იძლევა პასუხს

თბილისი,  6 იანვარი — Sputnik. თურქმა მკვლევარებმა კორონავირუსზე ტესტირების უსწრაფეს მეთოდს მიაგნეს, პასუხის მიღება რეკორდულად მცირე დროშია შესაძლებელი, აცხადებს ცნობილი რუსი ექიმი და ტელეწამყვანი ელენა მალიშევა.

  • მისი თქმით, ექიმებს შეუძლიათ PCR–ანალიზი დაივიწყონ და თურქულ მეთოდზე  გადაერთონ, ვინაიდან ის ნანოტექნოლოგიებს ეფუძნება და ვირუსს 10 წამში იცნობს.

მალიშევას ინფორმაციით, ტესტისთვის ნერწყვის სინჯს იღებენ და თუ ადამიანი კორონავირუსითაა ინფიცირებული, მაშინ ოპტიკური სისტემა ნათების ფერს იცვლის.

მისი განმარტებით, ახალი მეთოდი ამ დროისათვის თურქეთის სამედიცინო აღჭურვილობისა და ეთიკის კომიტეტში გადის შემოწმებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0