04:25 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
108 0 0

მან თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი 78 წლის ასაკში მესამე მცდელობის შედეგად დაიკავა და ისტორიაში შევიდა როგორც სახელმწიფოს ყველაზე ასაკოვანი მეთაური

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

„მე, ჯო ბაიდენი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობებს და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მხარი დავუჭირო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია“, — განაცხადა ბაიდენმა მარჯვენა ხელის აწევით და ბიბლიაზე მარცხენა ხელის დადებით.

მანამდე კი ფიცი დადო აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი გახდა.

​78 წლის დემოკრატი ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. მან ნოემბერში გამართულ არჩევნებზე დაამარცხა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრის დროს დამაცხდა. ტრამპმა ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრება არ ისურვა.

 

მთავარი თემები