10:17 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
15701

„გაყოფილი ამერიკა“, პანდემია, კლიმატის ცვლილებები და სხვა პრობლემებია მოცემული რისკების რეიტინგში, რომელიც კონსალტინგურმა კომპანიამ ანალიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. კონსალტინგურმა კომპანია Eurasia Group-მა გამოაქვეყნა იმ ათი მთავარი რისკის რეიტინგი, რომელსაც, მისი აზრით, მსოფლიო 2021 წელს შეეჯახება, იუწყება РИА Новости.

აშშ-ის სენატორთა ჯგუფი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებს>>

სიის პირველ ადგილზეა „გაყოფილი ამერიკა“, სადაც, როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ, ხელისუფლებაში ჯო ბაიდენის მოსვლით იწყება ეპოქა, როდესაც შეერთებული შტატების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ყოველ მომდევნო სახელმწიფო მეთაურს არალეგიტიმურად ჩათვლის.

მეორე მთავარ რისკად COVID-19-ის პანდემია დასახელდა. ექსპერტების აზრით, ვაქცინაციის ფონზე საზოგადოება უფრო მეტად დაიყოფა მდიდრებისა და ღარიბების ფენებად, რამაც ბევრ ქვეყანაში შესაძლოა არეულობები გამოიწვიოს.

მესამე ადგილზეა ბრძოლა კლიმატის ცვლილებებთან, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, საერთაშორისო კონკურენციას გამოიწვევს.

Eurasia Group-ის ვერსიით, წლის მთავარი რისკების სიაშია ასევე შევიდა დაძაბულობის ზრდა ვაშინგტონსა და პეკინს შორის, მონაცემების საერთაშორისო ფორმატში გადაცემის სირთულეები, გლობალური კონფლიქტის შესაძლებლობა ციფრულ სივრცეში, ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები თურქეთში, რასაც პოლიტიკური შედეგების გამოწვევა შეუძლია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა ნავთობზე დაბალი ფასების გამო, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილი გადადგომა თანამდებობიდან, ასევე პოლიტიკური და სოციალური კრიზისი ლათინურ ამერიკაში პანდემიისა და ზოგიერთ ქვეყანაში არჩევნების გამო.

Saxo Bank-მა დეკემბერში 2021 წლის „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველებანი“ გამოაქვეყნა. ასეთ წინასწარმეტყველებას ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს. ის, ძირითადად, ნაკლებად სავარაუდო და სათანადოდ შეუფასებელ მოვლენებს ეხება, თუმცა ფინანსურ ბაზრებს „მძლავრი ტალღის დარტყმით“ ემუქრება.

ბანკის ერთ-ერთი პროგნოზით, 2021 წელს კრიტიკულ დონეს მიაღწევს დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე. კიდევ ერთი პროგნოზით შეიქმნება სამოქალაქო ტექნოლოგიების ფონდი – თითოეულ ადამიანს გამოუყოფენ კაპიტალური აქტივების ფლობის წილს ტექნოლოგიურ სფეროში, ხოლო ვინც სამუშაო დაკარგა, ასევე დამატებით წილებს.

კუვეიტი კოტრდება: ნავთობის უდიდესი მარაგები ბიუჯეტს ვეღარ ავსებს>>

ბანკის კიდევ ერთ პროგნოზში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ეკონომიკის ზრდის რეკორდული ტემპების შესანარჩუნებლად ესაჭიროება „გარღვევები“ ენერგეტიკაში, წელს თერმობირთვული ენერგიის ათვისება გადაწყვეტს შიმშილის პრობლემას, გააიაფებს ტრანსპორტს, გამოიწვევს საყოველთაო რობოტიზაციასა და აამაღლებს ცხოვრების დონეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები