06:05 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
166 0 0

ეკონომიკური სააგენტოს ინფორმაციით, კუვეიტის ბიუჯეტის დეფიციტი წელს დაახლოებით 46 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

თბილისი. 3 სექტემბერი — Sputnik. კუვეიტს, რომელიც ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების მფლობელია, ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ნავთობზე ფასების ვარდნის გამო, იუწყება გამოცემა Bloomberg.

სააგენტოს ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის მონარქიიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტი 2020 წელს იმდენად დაეცემა, რომ 2014 წლის მაქსიმუმის თითქმის ნახევარს შეადგენს. კუვეიტის მთავრობამ ამოწურა ყველა თავისი ლიკვიდური აქტივი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა ბიუჯეტის დეფიციტს ვერ დაფარავს.

Bloomberg-ის მონაცემებით, კუვეიტის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, თითქმის 46 მილიარდ დოლარს მიაღწევს. გარდა ამისა, მონარქიაში ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის კრიტიკულად დაძაბული ურთიერთობაა. კანონმდებლებმა ჩაშალეს მთავრობის გეგმები სახელმწიფო სუბსიდიებისა და სახელმწიფო ვალის გადანაწილებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, OPEC-ის ნავთობის ექსპორტიორთა კლუბმა ნავთობზე ფასების ისტორიული ვარდნის შემდეგ მისი ღირებულება 40 დოლარამდე აღადგინა ერთ ბარელზე, თუმცა ეს ფასი მაინც ძალიან დაბალია.

ამასთან, კუვეიტი 90%-ით არის დამოკიდებული ნავთობშემოსავლებზე. სახელმწიფოზე ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 80% მუშაობს, რომლებიც იმაზე მეტ თანხებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულები.

აღინიშნება, რომ საცხოვრებელზე, საწვავსა და კვების პროდუქტებზე სოცალური შემწეობები თვეში დაახლოებით 2 ათას დოლარს აღწევს ერთ ოჯახზე. ხელფასები და სუბსიდიები სახელმწიფოს ხარჯების სამ მეოთხედს შეადგენს, რის გამოც ქვეყანა უკვე უახლოვდება ზედიზედ ბიუჯეტის რიგით მეშვიდე დეფიციტს 2014 წლის შემდეგ.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები