10:01 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
112 0 0

COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტაცია უფრო გადამდებია, ვიდრე ამას წინათ გამოვლენილი ვარიანტი, რომლის გამოც ლონდონში ლოკდაუნი დააწესეს, ქვეყნებმა კი ბრიტანეთთან საავიაციო მიმოსვლა შეაჩერეს

თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს კორონავირუსის კიდევ ერთი მუტირებული ვარიანტი, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა. იუწყება РИА Новости.

„ეს ვირუსი უფრო მეტად გადამდებია და, სავარაუდოდ, მან წინასთან შედარებით უფრო შორსწასული მუტაცია განიცადა“, - განაცხადა ჰენკოკმა.

ჰენკოკის სიტყვებით, სპეციალისტებმა დააფიქსირეს ინფიცირების ორი შემთხვევა და ორივე პაციენტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოვიდა.

ლონდონი შეზღუდვებს აწესებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მგზავრობაზე, ხოლო ამ ქვეყნიდან ჩამოსულთათვის და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისათვის - ორკვირიან კარანტინს, აღნიშნა ჰენკოკმა.

ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი კორონავირუსის სახეცვლილების შესახებ ჰენკოკმა განცხადება 14 დეკემბერს გააკეთა. მისი სიტყვებით, ის ვარიაცია 70%-ით უფრო გადამდები იყო. ამასთან, მეცნიერებმა ვერ იპოვეს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი მეტად ვირულენტური იყო ან დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდა.

COVID-19-ის ახალ სახეობაზე მალაიზიასა და ისრაელშიც განაცხადეს.

მთავარი თემები