https://sputnik-georgia.com/20201223/did-britaneTSi-koronavirusis-kidev-erT-ufro-saSiSi0mutacia-gamoavlines-250434344.html
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი, უფრო საშიში მუტაცია გამოავლინეს
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი, უფრო საშიში მუტაცია გამოავლინეს
Sputnik საქართველო
COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტაცია უფრო გადამდებია, ვიდრე ამას წინათ გამოვლენილი ვარიანტი, რომლის გამოც ლონდონში ლოკდაუნი დააწესეს, ქვეყნებმა კი ბრიტანეთთან... 23.12.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-12-23T21:26+0400
2020-12-23T21:26+0400
2023-07-20T15:39+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/17/250426974_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_f2484117c866ff850a0f7739b6476e6c.jpg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/17/250426974_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_287a0cb077647d68ae374ec7ef27208b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი, უფრო საშიში მუტაცია გამოავლინეს
21:26 23.12.2020 (განახლებულია: 15:39 20.07.2023) COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტაცია უფრო გადამდებია, ვიდრე ამას წინათ გამოვლენილი ვარიანტი, რომლის გამოც ლონდონში ლოკდაუნი დააწესეს, ქვეყნებმა კი ბრიტანეთთან საავიაციო მიმოსვლა შეაჩერეს
თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს კორონავირუსის კიდევ ერთი მუტირებული ვარიანტი, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა. იუწყება РИА Новости.
„ეს ვირუსი უფრო მეტად გადამდებია და, სავარაუდოდ, მან წინასთან შედარებით უფრო შორსწასული მუტაცია განიცადა“, - განაცხადა ჰენკოკმა.
ჰენკოკის სიტყვებით, სპეციალისტებმა დააფიქსირეს ინფიცირების ორი შემთხვევა და ორივე პაციენტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოვიდა.
ლონდონი შეზღუდვებს აწესებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მგზავრობაზე, ხოლო ამ ქვეყნიდან ჩამოსულთათვის და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისათვის - ორკვირიან კარანტინს, აღნიშნა ჰენკოკმა.
ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი კორონავირუსის სახეცვლილების შესახებ ჰენკოკმა განცხადება 14 დეკემბერს გააკეთა. მისი სიტყვებით, ის ვარიაცია 70%-ით უფრო გადამდები იყო. ამასთან, მეცნიერებმა ვერ იპოვეს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი მეტად ვირულენტური იყო ან დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდა.
COVID-19-ის ახალ სახეობაზე მალაიზიასა და ისრაელშიც განაცხადეს.