მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქაბულში აფეთქების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა

© AP Photo / Rahmat Gulპოლიცია ქაბულში
პოლიცია ქაბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მომენტისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით ქვეყანაში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, იუწყება ტელეარხი Tolo News ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მასუდ ანდარაბიზე დაყრდნობით.

მანამდე ტელეარხი 1TV News ცხრა დაღუპულისა და ექვსი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ანდარაბის განცხადების მიხედვით, აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 20 დაიჭრა.

აფეთქება ქაბულში სპინ კალაის მოედანზე გაისმა. ტელეარხ Tolo News-ის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე იყო ავღანეთის პარლამენტის წევრის, ჰაჯი ჰან მოჰამად ვარდაკის ავტომობილი იყო. თავად ვარდაკი დაჭრილია, იუწყება РИА Новости.

ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყანაში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ყველა ახალი ამბავი
0