თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, იუწყება ტელეარხი Tolo News ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მასუდ ანდარაბიზე დაყრდნობით.
მანამდე ტელეარხი 1TV News ცხრა დაღუპულისა და ექვსი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.
ანდარაბის განცხადების მიხედვით, აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 20 დაიჭრა.
აფეთქება ქაბულში სპინ კალაის მოედანზე გაისმა. ტელეარხ Tolo News-ის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე იყო ავღანეთის პარლამენტის წევრის, ჰაჯი ჰან მოჰამად ვარდაკის ავტომობილი იყო. თავად ვარდაკი დაჭრილია, იუწყება РИА Новости.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყანაში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.