დამტკიცებულია ექსპერიმენტით: ცნობილია მცენარე თმის ცვენის შესაჩერებლად

CC0 / Pixabay / წითელი სამყურა
წითელი სამყურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცენარე, რომლის ექსტრაქტმაც კვლევისას მაღალი ეფექტურობა გამოავლინა თმის ცვენის შეჩერებისა და ხელახალი ზრდის კუთხით, ყველგან იზრდება.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თმის ცვენა უფრო ხშირად მამაკაცებს ახასიათებთ მოწიფულ ასაკში, თუმცა ამ გავრცელებული პრობლემისგან არც ქალებიც არიან დაზღვეული, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები.

გამელოტება - Sputnik საქართველო
ჩვეულებრივი სასმელი გამელოტების წინააღმდეგ: როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა

მათი თქმით, თმის ცვენა შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების გამო დაიწყოს და უმეტეს შემთხვევაში ეს არის ორგანიზმში განვითარებული რომელიმე დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი.

მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა შეძლეს ისეთი საშუალების გამონახვა, რომელიც არა მარტო აჩერებს თმის ცვენას, არამედ მთლიანად აღადგენს მის სიხშირეს.

ბრიტანელმა მკვლევარებმა ჩაატარეს მთელი რიგი ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენა, რომ 5%-იანი წითელი სამყურას ექსტრაქტი ამცირებს თმის ცვენის ციკლს 30%-ით და ასევე აჩქარებს მათი ზრდის ტემპს 13%-ით.

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა. ორივე ჯგუფმა ერთნაირი შედეგი აჩვენა.

ამასთან, წითელი სამყურას ექსტრაქტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თმის საერთო სტრუქტურა და გარეგნული იერი.

 

ყველა ახალი ამბავი
0