ჩვეულებრივი სასმელი გამელოტების წინააღმდეგ: როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა

© rawpixel.comგამელოტება
გამელოტება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა არა მარტო მღრღნელებზე, არამედ ადამიანებზეც გამოსცადეს აღნიშნული საშუალება და მან ეფექტურობა ორივე შემთხვევაში დაადასტურა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თმის ცვენის შესაჩერებლად და გამელოტების თავიდან ასაცილებლად წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ წვანე ჩაი, წერს გამოცემა Daily Express.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ცვენა, შესაძლოა, გადატანილი კორონავირუსის შედეგი იყოს: იაპონური კვლევა

მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ჩაიში შემავალი ორგანული ნივთიერება კატეხინები ტესტოსტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის ნეგატიურ ეფექტებს ბლოკავს. სწორედ ეს ორი ჰორმონი აქვეითებს თმის ზრდას და აჩქარებს ცვენის პროცესს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც გამელოტებას უჩიოდნენ. ექსპერიმენტის დროს საკვლევ პირებს თავის კანზე მწვანე ჩაის ექსტრაქტს უსვამდნენ. შედეგად აღმოჩნდა, რომ ამის შემდეგ თმამ აქტიურად დაიწყო ზრდა.

კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა მღრღნელებზე. სწავლულები თაგვების საჭმელში რეგულარულად ურევდნენ მწვანე ჩაის ექსტრაქტს. ნახევარი წლის შემდეგ მათ ბეწვის ზრდა დაეწყოთ.

აღსანიშნავია, რომ როცა ადამიანს დღეში 50-დან 100-მდე ღერი თმა სცვივა, ეს სრულიად ნორმალურია და ბუნებრივი, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი მაღალია, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს.

 

ყველა ახალი ამბავი
0