თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თმის ცვენა უფრო ხშირად მამაკაცებს ახასიათებთ მოწიფულ ასაკში, თუმცა ამ გავრცელებული პრობლემისგან არც ქალებიც არიან დაზღვეული, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები.
მათი თქმით, თმის ცვენა შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების გამო დაიწყოს და უმეტეს შემთხვევაში ეს არის ორგანიზმში განვითარებული რომელიმე დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი.
მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა შეძლეს ისეთი საშუალების გამონახვა, რომელიც არა მარტო აჩერებს თმის ცვენას, არამედ მთლიანად აღადგენს მის სიხშირეს.
ბრიტანელმა მკვლევარებმა ჩაატარეს მთელი რიგი ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენა, რომ 5%-იანი წითელი სამყურას ექსტრაქტი ამცირებს თმის ცვენის ციკლს 30%-ით და ასევე აჩქარებს მათი ზრდის ტემპს 13%-ით.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა. ორივე ჯგუფმა ერთნაირი შედეგი აჩვენა.
ამასთან, წითელი სამყურას ექსტრაქტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თმის საერთო სტრუქტურა და გარეგნული იერი.