08:42 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეთა მაღალი აქტივობა შეინიშნება

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. მოლდოვაში 15 ნოემბერს სახელმწიფოს მეთაურის არჩევნების მეორე ტური იმართება, იუწყება Sputnik-მოლდოვა.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 1 ნოემბერს გაიმართა. ცესკომ ის შემდგარად გამოაცხადა - ამომრჩეველთა აქტივობამ 33,33%-იანი სავალდებულო ზღვარს გადააჭარბა. თუმცა 50%-ზე მეტი ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

მეორე ტურში გადავიდნენ მოლდავეთის ექსპრემიერი მაია სანდუ (პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“), რომელმაც 36,16% მოაგროვა და მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც 32,61% ერგო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 655 ათასს აჭარბებს, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ შარბანმა.

„მთლიანობაში აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე პირველ ტურში. შეინიშნება ყველა კატეგორიის მოქალაქეთა მასობრივი მობილიზაცია“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამომრჩევლები მასობრივად მიდიან საარჩევნო უბნებზე, რომლებიც უცხოეთში არის გახსნილი. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დნესტრისპირეთის მცხოვრებთათვის გახსნილ უბნებზეც მოქალაქეთა მობილიზაცია შეინიშნება.

მთავარი თემები