მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიმოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეთა მაღალი აქტივობა შეინიშნება

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. მოლდოვაში 15 ნოემბერს სახელმწიფოს მეთაურის არჩევნების მეორე ტური იმართება, იუწყება Sputnik-მოლდოვა.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 1 ნოემბერს გაიმართა. ცესკომ ის შემდგარად გამოაცხადა - ამომრჩეველთა აქტივობამ 33,33%-იანი სავალდებულო ზღვარს გადააჭარბა. თუმცა 50%-ზე მეტი ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

პრეზიდენტის არჩევნები მოლდოვაში - Sputnik საქართველო
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება

მეორე ტურში გადავიდნენ მოლდავეთის ექსპრემიერი მაია სანდუ (პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“), რომელმაც 36,16% მოაგროვა და მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც 32,61% ერგო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 655 ათასს აჭარბებს, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ შარბანმა.

„მთლიანობაში აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე პირველ ტურში. შეინიშნება ყველა კატეგორიის მოქალაქეთა მასობრივი მობილიზაცია“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამომრჩევლები მასობრივად მიდიან საარჩევნო უბნებზე, რომლებიც უცხოეთში არის გახსნილი. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დნესტრისპირეთის მცხოვრებთათვის გახსნილ უბნებზეც მოქალაქეთა მობილიზაცია შეინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0