მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიპრეზიდენტის არჩევნები მოლდოვაში
პრეზიდენტის არჩევნები მოლდოვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მოლდავეთის პრეზიდენტი ოთხი წლის ვადით აირჩევა და მოვალეობის შესრულებას ფიცის დადებისთანავე იწყებს

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. მოლდოვას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება Sputnik-მოლდავეთი.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართა. რესპუბლიკის პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ცესკომ არჩევნები შემდგარად ცნო, რადგან ამომრჩეველთა აქტივობა აუცილებელ 33,33%-იან ბარიერს ასცდა.

საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში - Sputnik საქართველო
მოლდოვამ პრეზიდენტი ვერ აირჩია: საჭიროა მეორე ტური

„დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, 1 ნოემბრის კენჭისყრის ფარგლებში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი. ცესკო არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ დადგენილებას ამტკიცებს: ჩატარდეს 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს“, - განაცხადა ცესკოს ხელმძღვანელმა დორინ ჩიმილმა.

ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ ცესკოს მონაცემებით, მოლდავეთის ექსპრემიერმა მაია სანდუმ პირველ ტურში 36,16% მოაგროვა და გაუსწრო მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელსაც 32,61% ერგო.

2016 წლის ოქტომბერში დოდონმა და სანდუმ ასევე მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, რომლის შედეგადაც დოდონმა გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0