20:37 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2324)
100 0 0

ბაიდენმა მოუწოდა მხარდამჭერებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, სანამ მიმდინარეობს ხმების დათვლა, და პირობა დადო, რომ ხმის დათვლის შეჩერებას არ დაუშვებს.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერ არ არის მზად ისაუბროს გამარჯვებაზე, მაგრამ მისთვის უკვე ნათელია, რომ ის იგებს, იუწყება РИА Новости.

მისი თქმით, ის ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) 270-ზე მეტ ხმას მოიგებს, რაც არჩევისთვის საკმარისია.

„ციფრები ნათლად აჩვენებს: ჩვენ ვიგებთ ამ რბოლას... ჩვენ ვიგებთ არიზონაში, ჩვენ ვიგებთ ნევადაში. ჩვენი უპირატესობა ნევადაში გაორმაგდა. ჩვენ ვემზადებით იმისათვის, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის 300 ხმა მოვიგოთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

კანდიდატმა აღნიშნა, რომ მას მხარი დაუჭირა უკვე 74 მილიონზე მეტმა ამერიკელმა - შეერთებული შტატების ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბაიდენმა მოუწოდა მხარდამჭერებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, სანამ მიმდინარეობს ხმების დათვლა, და პირობა დადო, რომ ხმის დათვლის შეჩერებას არ დაუშვებს.

„თვენი ხმა ჩაითვლება. ჩემთვის სულ ერთია, ვინ შეეცდება, შეაჩეროს ხმების დათვლა. მე არ დავუშვებ ამას“, - განაცხად მან.

მისი თქმით, ამერიკელებს უნდა ახსოვდეთ, რომ ოპონენტები ერთმანეთის მტრები არ უნდა იყონ. „ჩვენ შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, და ეს ნორმალურია“, - განაცხადა კანდიდატმა და აღნიშნა, რომ იმუშავებს როგორც იმათთვის, ვინც მას მხარი დაუჭირა, ასევე მათთვის, ვინც მისი წინააღმდეგი იყო.

„სულ მცირე უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა ვიყოთ ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთის მიმართ“, - დასასრულს განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ ისევ არ არის ცნობილი - კენჭისყრის შედეგები ყველა შტატში ჯერ არ შეუჯამებიათ. წამყვანი ამერიკული ტელეარხების მონაცემებით, ლიდერობს ბაიდენი - მას ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა აქვს (მოგებისთვის მას კიდევ 6 ხმა სჭირდება), მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 214 ხმა აქვს.

გუშინ ბაიდენმა მოიპოვა უპირატესობა ორ საკვანძო შტატში - პენსილვანიაში (20 ხმა) და ჯორჯიაში (16).

ტრამპმა ჯერ კიდევ 4 ნოემბრის ღამეს თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ხოლო დემოკრატები „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მან რამდენჯერმე მოითხოვა ხმების დათვლის შეჩერება, რადგან არჩევნების მეორე დღეს ფოსტით მიღებულ ბიულეტენებს უკანონოს უწოდებს. ტრამპის შტაბი რამდენიმე შტატში ხმების გადათვლასაც მოითხოვს.

რესბუბლიკელებმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შეიტანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პენსილვანიის შტატში იმ ბიულეტენების იზოლირება და ცალკე დათვლა მოხდება, რომლებიც არჩევნების დღეს უბნების დახურვის შემდეგ არის მიღებული. მოსარჩელე ასევე მოუწოდებს სასამართლოს გადაწყვიტოს, რამდენად კანონიერია ეს ბიულეტენები. 

გარდა ამისა, ლას-ვეგასის საოლქო სასამართლო (ნევადას შტატი) დაჩქარებული წესით განიხილავს რესპუბლიკელთა აქტივისტების სარჩელს, რომლებიც ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლის დროებით შეჩერებას მოითხოვენ.

თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

მთავარი თემები