ივან დანილოვი
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, როგორც ეს „ბანანის რესპუბლიკისთვისაა“ დამახასიათებელი, სასამართლო გარჩევების ან ქუჩებში ძალადობრივი კონფრონტაციის რეჟიმში დადგინდება, იმის დანახვა, თუ როგორი იქნება ამერიკული მომავალი, ახლავე შეიძლება.
ამისათვის იმის მოსმენაც საკმარისია, თუ რას ეუბნებიან ერთმანეთს არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოებრივი აზრის ის ლიდერები, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც ზნეობრივ კლიმატსა და საზოგადოებრივი დისკუსიების ხარისხს კონკრეტულ ქვეყანაში.
დემოკრატიული პარტიისა (ანუ მოსახლეობის ნახევრის) და მემარცხენე ინფლუენსერების ტრამპის ამომრჩევლების მიმართ დამოკიდებულების ტიპურ მაგალითს აჩვენებს მონეტ იქსჩეინჯი (Monét X Change) — ამერიკული ტელევარსკვლავი, მომღერალი და ლგბტ–აქტივისტი.
„ყველას: ნუ ცდილობთ ტრამპის მომხრეებთან, როგორც ადამიანებთან ურთიერთობას... ისინი (უცენზურო სიტყვა) მონსტრები არიან!“ – წერს ის „ტვიტერზე“.
To everyone: Stop trying addressing Trump supporters like they’re human beings with basic understanding and comprehension. They’re fucking monsters.
— Give Us Free (@monetxchange) November 4, 2020
თანამედროვე აშშ-ში ეს პოზიცია ლამის სტანდარტად იქცა და ჰილარი კლინტონის ცნობილი თეზისის — „ეს საცოდავი ადამიანების ჯგუფია“, უფრო ემოციურ გამოხატულებად იქცა.
თანამედროვე ამერიკულ დისკურსში თავად მონეტ იქსეინჯის კრიტიკა არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ ტელევარსკვლავს ორი ისეთი თვისება აქვს, რომლებიც მას უფლებას აძლევს, შედეგების გარეშე, როგორც უნდა, ისე დაამციროს გარშემო მყოფები. პირველი: ის შავკანიანია; და მეორე — ე.წ. დრაგ–ქვინია, ანუ ბიოლოგიური მამაკაცი, რომელიც ქალის სამოსს იცვამს და მოითხოვს, რომ მას ქალივით მოეპყრან, პატივი სცენ მისი თვითგამოხატვის უფლებას.
ამ კონტექსტში ნებისმიერი, ვინც იქსჩეინჯს (ნამდვილი სახელი კევინ ბერტინი), მაგალითად, მონსტრად მოიხსენიებს მისი პოლიტიკური განცხადებებისა და პოლიტიკური ოპონენტების დეჰუმანიზაციის გამო, შეიძლება, სულ ცოტა, საარსებო სახსრების გარეშე დარჩეს, ვინაიდან პოლიტიკური აქტივისტები ყველა იმ დამსაქმებლის შევიწროებას დაიწყებენ, რომლებიც ასეთი „ჰომოფობისა და რასისტის“ სამსახურში აყვანისთვის მზად იქნება.
ტრამპის მომხრეების — ქრისტიანების, კონსერვატორების, მუშური პროფესიების წარმომადგენლების, ასევე რესპუბლიკური და სასოფლო შტატების მცხოვრებთა მიმართ სიძულვილის გამოვლენისა და მათი დეჰუმანიზაციის გამო თანამდებობის, სამსახურის, ფულის, ტელევიზიებსა და თუნდაც სოცქსელებზე წვდომის დაკარგვა კი პრინციპულად არ შეიძლება. ეს უფრო კარგად მეტყველებს იმაზე, თუ ვის აქვს აშშ-ში რეალური ძალაუფლება, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ანალიზი კონგრესსა და სენატში ძალთა თანაფარდობის შესახებ.
მთლიანობაში გამოდის, რომ აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ყველაფრის უფლება აქვს, მეორე ნახევარმა კი უნდა იხადოს, მოინანიოს და სრულიად უმწეოდ უყუროს იმას, თუ როგორ მიაქვთ ღამღამობით თეთრი ფურგონებით საარჩევნო უბნებზე გაურკვეველი შიგთავსით სავსე უცნაური კონტეინერები, შეაქვთ ისინი ხმების დათვლის ზონაში, მერე კი ბაიდენს მოულოდნელად ათობით ათასი ახალი ხმა ემატება.
ისინი ასევე იძულებული არიან, უმწეოდ უყურონ, თუ როგორ იფარება ფანერის ფურცლებით სპეციალურად გაკეთებული გამჭვირვალე კედლები (იმისთვის, რომ დამკვირვებლებმა და ამომრჩევლებმა ხმების დათვლას თვალყური ადევნონ) საარჩევნო უბნებზე პირდაპირ მათ თვალწინ დეტროიტში. და ამის წინააღმდეგ რამის გაკეთება შეუძლებელია. მარტო იმაზე თუ ინერვიულებ, რომ ბაიდენს დაუდგენელი წარმოშობის ათობით ათასი ხმა ემატება.
ხილული, აშკარა დარღვევებისა და უბოდიშო ელექტორალური დარღვევების შემსრულებლები, გამომდინარე იქიდან, რომ დაუსჯელობაში დარწმუნებული არიან, აბსოლუტურად მშვიდად გრძნობენ თავს — მეინსტრიმული მედია და საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი ნაწილი (რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებსა და ინფლუენსერებზე) ხომ სრულად მათ მხარეს იქნებიან. შესაძლოა, სასამართლო სისტემამაც მათ დაუჭიროს მხარი.
ამ ფენომენს ყველაზე უკეთ სწორედ ის დამოკიდებულება ხსნის, რომელსაც დრაგ–ქვინი ტელედივა წარმოაჩენს — უწოდებს რა მათ მონსტრებს და არაადამიანებს. მონსტრები კი შეიძლება, და საჭიროცაა, რომ მოატყუო, შეიძლება და საჭიროა, რომ ხმის უფლება წაართვა, მონსტრების მიმართ არ უნდა გამოიყენებოდეს მორალის, ღირსების, გულმოწყალების ნორმები და კანონები, რომლებიც ადამიანებისთვის იწერება.
თუ ტრამპი და მისი გუნდი პატარა სასწაულს ვერ მიაღწევენ ამერიკულ სასამართლოებში (ან ქუჩებში), მაშინ შტატების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ამ რეჟიმში მოუწევს ცხოვრება გაურკვეველი ვადით.
ერთი მხრივ, ელემენტარული ემპათია გვაიძულებს, ვუთანაგრძნოთ ესოდენ აშკარა სამოქალაქო დამცირების მსხვერპლთ, მეორე მხრივ კი ამას რაღაც ისტორიული სამართლიანობის ელემენტებიც ახლავს. მილიონობით რესპუბლიკელ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ ტყავზე შეიგრძნოს, რას განიცდიდნენ ეთნიკური რუსები ყოფილი სსრკ-ის ზოგ ტერიტორიაზე.
პოსტსაბჭოთა სივრცის ღიად რუსოფობ პოლიტიკოსებს აქვთ ტრადიცია, არჩევნების წინ ან მის დასრულებისთანავე მიმართონ დამცირებულ, უუფლებო რუსულენოვან მოსახლეობას ეროვნული ერთობისა და სიყვარულის გზავნილით. ზოგჯერ ისინი ამას რუსულ ენაზეც კი აკეთებენ.
ტრამპის მომხრეებს, რომლებსაც ხმებს პირდაპირ თვალწინ პარავენ, ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეგრძნოთ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში „გაჭედილი“ რუსების ემოციის მსგავსი ჯო ბაიდენის გამოსვლისას, რომელიც მოულოდნელად ასევე გადავიდა სწორედ იმ „მონსტრებთან“ შერიგების ენაზე და განაცხადა, რომ ამერიკელების ერთობა აუცილებელია.
ბაიდენის შტაბისა და ამერიკელი მარიონეტების სტილისტიკის მსგავსება შემთხვევითი სულაც არ არის, ვინაიდან ამერიკული „ფერადი რევოლუცია“ დაგეგმა და ასრულებს ის ხალხი, რომლებმაც ეს ტექნოლოგია წარმატებით გააშალაშინეს უკრაინაში და სხვა ქვეყნებში, სადაც „ახალგაზრდა პერსპექტიულმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა.
მაგრამ ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, ტრამპმა რომც წააგოს, რა დროსაც მისი მომხრეების ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა, მათ ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, გადავიდნენ ორეგონში — შტატში, სადაც სახალხო რეფერენდუმით მოახდინეს მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. და ესეც არის ამერიკული მომავლის ნიშანი — ოდესღაც დიდებულ ზესახელმწიფოს სძულს თავისი მოქალაქეების ნახევარი, ამსხვრევს საკუთარ ცივილურ ინსტიტუტებს, მათ კი, ვისაც ცხოვრება უჭირს ასეთი ტოტალური დაცემის ატმოსფეროში, ფაქტობრივად „ნემსის ყუნწში გაძვრომას“ სთავაზობს. ამერიკას მომავალი, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ იქნება თუ არა ის ნათელი — ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს