თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხმების დათვლის პროცესში დამკვირვებლებს მოვალეობის შესრულების საშუალება არ ეძლეოდათ.
I easily WIN the Presidency of the United States with LEGAL VOTES CAST. The OBSERVERS were not allowed, in any way, shape, or form, to do their job and therefore, votes accepted during this period must be determined to be ILLEGAL VOTES. U.S. Supreme Court should decide!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 6, 2020
აღსანიშნავია, რომ „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ეს და კიდევ ბევრი სხვა პოსტი მის აკაუნტზე მონიშნა როგორ „საეჭვო“.
გარდა იმისა, რომ ტრამპი და მისი გუნდი ბიულეტენების დათვლის პროცესზე რესპუბლიკელი დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვენ, ისინი ასევე მოითხოვენ ხმების გადათვლას ვისკონსინში და ირწმუნებიან, რომ მთელ რიგ შტატებში, სადაც ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს უსწრებს, თაღლითობას ჰქონდა ადგილი.
„მე იოლად ვიგებ არჩევნებს აშშ-ში კანონიერი ხმებით. დამკვირვებლებს არანაირი სახით არ აძლევდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულების საშუალებას. ამიტომ ხმები, რომლებიც ამ პერიოდშია შესული, უკანონოდ უნდა იყოს ცნობილი. ეს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, — წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.
ამ დროისათვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ ისევ არ არის ცნობილი.
მანამდე The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საფოსტო სამსახურმა საარჩევნო უბნებზე 150 ათასი ბიულეტენის დროულად მიტანა ვერ მოასწრო, საიდანაც 12 ათასზე მეტი ბიულეტენი სწორედ იმ შტატებზე მოდის, რომლებშიც გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა.