06:55 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2351)
76 0 0

საფრანგეთის ლიდერმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა მთელ ერს, კათოლიკეებს, ასევე ნიცის მცხოვრებლებს და განაცხადა, რომ პარასკევს თავდაცვის საბჭოს შეკრებს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

ტერაქტის განგაში: საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის მაქსიმალური დონე გამოცხადდა >>

„... ჩვენზე კვლავ განხორციელდა შეტევა... ჩვენი ფასეულობებისათვის, ჩვენი თავისუფლების გემოსთვის, ჩვენს მიწაზე არსებული შესაძლებლობისთვის თავისუფლად გვწამდეს და არ დავემორჩილოთ არანაირი ტერორის სულისკვეთებას. დღეს კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არ დავნებდებით“, - განაცხადა მაკრონმა.

Криминалисты и полицейские эксперты в Ницце на месте террористического нападения
© REUTERS / ERIC GAILLARD
თავდასხმის ადგილი ნიცაში

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს მოხდა თავდასხმა საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოზე. საფრანგეთის ლიდერმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა მთელ ერს, კათოლიკეებს, ასევე ნიცის მცხოვრებლებს.

„2016 წლის ზაფხულში მამა (ჟაკ) ამელის მკვლელობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ყველა წმინდანის დღის წინ კვლავ ხორციელდება თავდასხმები კათოლიკეებზე. მთელი საფრანგეთი მათთან ერთად (კათოლიკეებთან) არის და მათ მხარეზე იდგება, რათა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აღმსარებლობა არსებობდეს“, - აღნიშნა მან.

პარასკევს დილით მაკრონი თავდაცვის საბჭოს შეკრებს, იუწყება РИА Новости.

თავდამსხმელი მალევე სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას ის დაიჭრა. ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი გაუჩერებლად იმეორებდა „ალაჰ აკბარ“. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია, ხაზგასმით აღნიშნა ქალაქის მერმა. გამოძიებას პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება აწარმოებს.

ფრანგული მედია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი ტუნისის მოქალაქეა და ადრე პოლიციის ყურადღება არ მიუქცევია. ტელეარხ BFMTV-ის მონაცემებით, თავდამსხმელი ოქტომბრის დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიაზე იტალიის კუნძულ ლამპედუზიდან მოხვდა.

ბოლო ორ კვირაში ეს საფრანგეთში უკვე მეორე თავდასხმაა. 16 ოქტომბერს, პარიზის გარეუბანში ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტმა თავი მოკვეთა. მკვლელობა სკოლასთან ახლოს მოხდა. ადრე გაკვეთილებზე, რა დროსაც სიტყვის თავისუფლების თემა განიხილებოდა, მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურებს უჩვენებდა. მასწავლებელთან გამოთხოვების ცერემონიაზე მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სიტყვის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს და კარიკატურებზე უარს არ იტყვის.

თემები:
მსოფლიო დღეს (2351)

მთავარი თემები