მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაკრონი რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ რადიკალ ისლამისტებს საფრანგეთში „სიმშვიდე არ ეღირსებათ“.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლება, სამუელ პატის მკვლელობის შემდეგ, რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს.

„ტერაქტის შემდეგ მე უკვე ვთქვი, რომ ვაპირებთ გავაძლიეროთ მოქმედება ამ მიმართულებიით. ამას საფრანგეთის ყველა მოქალაქე ელოდება“, — თქვა საფრანგეთის ლიდერმა სენ-დენიში გამოსვლისას.

მაკრონის თქმით, ბოლო დღეებში ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისლამიზმთან ბრძოლის ფარგლებში ოთხშაბათს მინისტრთა საბჭო დაშლის შეიხ იასინის პროპალესტინურ ჯგუფს, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობაში.

ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
„სიმშვიდე არ ეღირსებათ“: მაკრონი ისლამისტებს ემუქრება

ისტორიის მასწავლებელი სამუელ პატი 16 ოქტომბერს მოკლა პარიზის მახლობლად 18 წლის ჩეჩენმა აბდულაჰ ანზოროვმა. ის კოლეჯთან დაუდარაჯდა პატის და თავი მოჰკვეთა პედაგოგს, რის შემდეგაც ფოტო- და ვიდეომასალა ინტერნეტში გამოაქვეყნა. მოგვიანებით ანზოროვი პოლიციამ მოკლა.

სამართალდამცველებმა გამოძიების პროცესში 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იმ მეჩეთის იმამი, რომლის საიტზეც იყო გამოქვეყნებული სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებლური ვიდეო.

უახლოეს საათებში: საფრანგეთი ქვეყნიდან 200-ზე მეტ უცხოელს აძევებს>>

პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“. ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნიდან ორასზე მეტი რადიკალი ისლამისტის გაძევების შესახებ.  

 

ყველა ახალი ამბავი
0