მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უახლოეს საათებში: საფრანგეთი ქვეყნიდან 200-ზე მეტ უცხოელს აძევებს

© photo: AFP 2020 / STEPHANE DE SAKUTINფრანგი პოლიციელები
ფრანგი პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გასაძევებელთაგან 180 კაცი ციხეებში იმყოფება, ხოლო კიდევ 51-ს უახლოეს საათებში დააპატიმრებენ.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება უახლოეს საათებში ქვეყნიდან 200-ზე მეტი უცხოელის გაძევებას აპირებს, რომლებიც რადიკალურ ისლამიზმში არიან ბრალდებული, იუწყება Europe 1.

სამუელ პატის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პარიზში   - Sputnik საქართველო
მოკლული მასწავლებლის საქმე: საფრანგეთში მეჩეთი იკეტება

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა უკვე მოაწერა ხელი.

საფრანგეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი პარიზის მახლობლად ისტორიის მასწავლებლის სამუელ პატის მკვლელობას უკავშირდება, რომელსაც წარმოშობით ჩეჩენმა მამაკაცმა თავი მოჰკვეთა მას შემდეგ, რაც პედაგოგმა მოსწავლეებს გაკვეთილზე სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას Charlie Hebdo-ში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა თვალსაჩინო მასალად. 

„მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა კვირას საფრანგეთის პრეფექტები შეკრიბა. ჩვენი ინფორმაციით, მინისტრმა პრეფექტებს უახლოეს საათებში იმ 231 უცხოელის გაძევება მოსთხოვა, რომლებიც რადიკალურ ისლამიზმში არიან ბრალდებულნი“, — წერს გამოცემა.

არსებული ცნობით, ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ არალეგალებზე, რომელთაგან 180 კაცი ამ დროისათვის ციხეებში იმყოფება, ხოლო კიდევ 51-ს უახლოეს საათებში დააპატიმრებენ.

ამასთან მინისტრმა დარმანინმა მეჩეთის დახურვა მოითხოვა კომუნა პანტენში, რომლის Facebook-გვერდზეც მანამდე სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებელი ვიდეო იყო გამოქვეყნებული. მეჩეთის იმამი დაკავებულია.  

ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
„სიმშვიდე არ ეღირსებათ“: მაკრონი ისლამისტებს ემუქრება

16 ოქტომბერს სამუელ პატის ცხედარი თავმოკვეთილი იპოვეს პარიზის მეზობლად მდებარე კომუნა კონფლან-სენტ-ონორინში, სკოლის მახლობლად. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე პარიზის მეზობელ კომუნაში მოკლა. 

შაბათს საფანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში 2002 წელს დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“.

 

ყველა ახალი ამბავი
0