თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს და მათ დაჭრას შეეცადა, იუწყება ფრანგული მასმედია.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
A terror attack at French church leaves 3 dead as country is on heightened terror alert.#FranceBeheading
— Anu Tomar (@iam_anu12) October 29, 2020
Remember #France in your prayers. Stay strong President @EmmanuelMacron #IndiaStandsWithFrance @ShivAroor @madhukishwar @hvgoenka @abhijitmajumder @Iyervval @AartiTikoo pic.twitter.com/YRFLR6PqJj
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე თავდასხმა მოხდა ქალაქ ნიცაშიც, სადაც დანით შეიარაღებული მამაკაცი ნოტრ-დამის ეკლესიასთან მყოფ ადამიანებს დაესხა თავს. დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც უკვე დაკავებულია, ერთ ასაკოვან ქალბატონს თავი მოჰკვეთა.
ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ განაცხადა, რომ თავდასხმა ტერაქტს ჰგავს, ვინაიდან მამაკაცი გაიძახოდა სიტყვებს „ალაჰ აკბარ“.
TWO terror attacks hit France
— Daily Mail Online (@MailOnline) October 29, 2020
+ Three dead - with two beheaded - in Nice church
+ Knifeman was shouting 'Allahu Akbar' during rampage
+ Another knifeman also shouting 'Allahu Akbar' is shot dead by police in Avignon
Read more: https://t.co/ml9Z2CEV9J pic.twitter.com/9w1n4ChKas
თითქმის იმავდროულად საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დააკავეს ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრს დაესხა თავს და, პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრა ის.
აღსანიშნავია, რომ დღეს მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობენ, რომელზე კარიკატურებმაც აღაშფოთა ისლამური სამყარო.
ორი კვირის წინ პარიზთან ახლოს ახალგაზრდა რადიკალ–ისლამისტმა თავი მოჰკვეთა ისტორიის მასწავლებელს სამუელ პატის, რომელმაც გაკვეთილზე სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას თვალსაჩინო მასალად ჟურნალ „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურა გამოიყენა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა და რადიკალ-ისლამისტებს ბრძოლა გამოუცხადა.