00:44 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2317)
102 0 0

კონგრესში შესულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნატოს წევრი თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციის წინააღმდეგ მიდის.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შესულია რეზოლუცია თურქეთის ნატოდან გარიცხვის შესახებ, ინიციატივის ავტორი კონგრესის ქვედა პალატის წევრი ტულსი ჰაბარდია, ნათქვამია ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის Twitter-აკაუნტზე.

​„იმ დროს, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს (...), თურქეთი ნატოს პოზიციის წინააღმდეგ მიდის, რაც აზერბაიჯანის შეიარაღებული აგრესიისთვის მხარდაჭერაში გამოიხატება“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის პროვოცირება ანკარის „დამსახურებაა“, და რომ თურქეთი საომარი მოქმედებების ზონაში დაქირავებულ ბოევიკებს გზავნის, რომელთაგან ბევრი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ–ქაიდასთან“ არის კავშირში.

თურქეთის ხელისუფლებამ მანამდე უკვე რამდენჯერმე უარყო ბრალდება სირიიდან ტერორისტების მთიან ყარაბაღში გადასროლის შესახებ. ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს და კონფლიქტში არავის ჩართვას არ საჭიროებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა, რაშიც ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად და ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2317)

მთავარი თემები