მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთის სენატში მთიანი ყარაბაღის აღიარების პროექტი შევიდა

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის სენატი
საფრანგეთის სენატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგი ​დეპუტატის თქმით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისთვის წინააღმდეგობის გაწევა ევროპაში თურქული ისლამიზმის შეღწევისთვის ხელის შეშლას ნიშნავს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატმა ვალერი ბუაიემ სენატს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პროექტი წარუდგინა.

„ამ კვირაში სენატს მთიანი ყარაბაღის აღიარებისა და თურქეთისა და აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობის შესახებ პროექტი წარვუდგინე“, – დაწერა ბუაიემ Twitter-ზე.

​დეპუტატის თქმით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისთვის წინააღმდეგობის გაწევა „ევროპაში თურქული ისლამიზმის შეღწევისთვის“ წინაღმდეგობის გაწევას ნიშნავს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

ტყვიით გახვრეტილი მუზარადი, ყარაბაღი - Sputnik საქართველო
კონფლიქტი ყარაბაღში: ალიევი და ფაშინიანი ახალ განცხადებებს ავრცელებენ

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

მთიან ყარაბაღში კონფრონტაციული რიტორიკა უნდა შეწყდეს: სერგეი ლავროვი>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

ყველა ახალი ამბავი
0