23:14 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (716)
55 0 0

რუსმა დიპლომატმა ევროსაბჭოს სამდივნოში კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი სიტუაციას მთიან ყარაბაღში და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიუთითებს, რომ აუცილებელია შეწყდეს კონფრონტაციული რიტორიკა და ასევე საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

რუსმა დიპლომატმა ორშაბათს მოლაპარაკებები გამართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ–ბურიჩთან. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ევროსაბჭოს სამდივნოში კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი სიტუაციას მთიან ყარაბაღში და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

„დარწმუნებული ვართ, რომ ახლა ყველაზე მთავარი, რაც, ალბათ, არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, არის კონფრონტაციული რიტორიკის დაძაბვის შეწყვეტა როგორც მხარეებს შორის, ისე საერთაშორისო მოთამაშეთა პასუხისმგებლობის ხაზზე. ეს არ მოითხოვს რაიმე დიდ ძალისხმევას“, — აღნიშნა ლავროვმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიპლომატის თქმით, მომდევნო აუცილებელი ნაბიჯი — საომარი მოქმედებებისა და სამოქალაქო ობიექტებზე შეტევების შეწყვეტაა.

ლავროვის განმარტებით, იგივე მოთხოვნას შეიცავს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების – რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების განცხადებაც, იგივეა ნათქვამი მოსკოვის დოკუმენტშიც, რომელიც 10 ოქტომბერს გაფორმდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვის შუამავლობით, და იმავეს ამტკიცებს 18 ოქტომბერს ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებული დოკუმენტიც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

თემები:
რუსეთი დღეს (716)

მთავარი თემები