04:23 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1143)
42301

როდესაც უცნობი ვირუსის მომდევნო პანდემია მოვა, მსოფლიო მას გაცილებით უკეთესად მომზადებული უნდა დახვდეს, ვიდრე ახლა იყო, აღნიშნეს ორგანიზაციაში

თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. მსოფლიომ COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს და ახალი პანდემიებისთვის უკეთ მოემზადოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველია. ეს ნიშნავს ინვესტირებას მოსახლეობის მომსახურებაში, რომელიც მიზნად ისახავს დაავადებების აღკვეთას, გამოვლენასა და მათთან ბრძოლას. ეს უკანასკნელი პანდემია არ არის. ისტორია გვასწავლის, რომ აფეთქებები და პანდემიები ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როდესაც მომდევნო პანდემია მოვა, მსოფლიო მას გაცილებით უკეთ მომზადებული უნდა დახვდეს, ვიდრე ამჟამად იყო“, - განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მსოფლიოსთვის დღევანდელი პანდემია გაკვეთილი უნდა გახდეს. ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც პოზიტიური დინამიკა გამოავლინა, ამის მიღწევა მხოლოდ იმის წყალობით შეძლო, რომ მოემზადა ატიპური პნევმონიის, ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის, პოლიომიელითის, ებოლას, გრიპისა და სხვა დაავადებათა აფეთქებების შემდეგ.

COVID-19-ის პნევმონიის აფეთქება პირველად 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 27,1 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 900 ათასი ადამიანი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1143)

მთავარი თემები