Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმო: მოემზადეთ ახალი პანდემიებისთვის

© AP Photo / Matthias Schraderჯანმო: მოემზადეთ ახალი პანდემიებისთვის
ჯანმო: მოემზადეთ ახალი პანდემიებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც უცნობი ვირუსის მომდევნო პანდემია მოვა, მსოფლიო მას გაცილებით უკეთესად მომზადებული უნდა დახვდეს, ვიდრე ახლა იყო, აღნიშნეს ორგანიზაციაში

თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. მსოფლიომ COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს და ახალი პანდემიებისთვის უკეთ მოემზადოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველია. ეს ნიშნავს ინვესტირებას მოსახლეობის მომსახურებაში, რომელიც მიზნად ისახავს დაავადებების აღკვეთას, გამოვლენასა და მათთან ბრძოლას. ეს უკანასკნელი პანდემია არ არის. ისტორია გვასწავლის, რომ აფეთქებები და პანდემიები ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როდესაც მომდევნო პანდემია მოვა, მსოფლიო მას გაცილებით უკეთ მომზადებული უნდა დახვდეს, ვიდრე ამჟამად იყო“, - განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

მოსკოვი პანდემიის დროს - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა პანდემია იწინასწარმეტყველეს – რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი

ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მსოფლიოსთვის დღევანდელი პანდემია გაკვეთილი უნდა გახდეს. ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც პოზიტიური დინამიკა გამოავლინა, ამის მიღწევა მხოლოდ იმის წყალობით შეძლო, რომ მოემზადა ატიპური პნევმონიის, ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის, პოლიომიელითის, ებოლას, გრიპისა და სხვა დაავადებათა აფეთქებების შემდეგ.

COVID-19-ის პნევმონიის აფეთქება პირველად 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 27,1 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 900 ათასი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0