Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეცნიერებმა პანდემია იწინასწარმეტყველეს – რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი პანდემიის დროს
მოსკოვი პანდემიის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის თქმით, ახალ პანდემიაზე უკვე დიდი ხანია წერდნენ და არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ ფანტასტებიც.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. COVID-19-ის მსგავსი პანდემიის სიტუაციისთვის სამეცნიერო საზოგადოება დიდი ხანია ემზადებოდა – მეცნიერებს ესმოდათ, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა, განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
მოსალოდნელია მოდერნიზებული „ისპანკის“ აფეთქება: მეცნიერი უმძიმეს პანდემიას პროგნოზირებს

„ამისთვის მართლა ვემზადებოდით. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის მომზადების ხარისხი – დღეს თვალნათლივ განსხვავებულია. ყველას გვესმოდა, ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებს, რომ ასეთი მომენტი ოდესმე დადგებოდა. ოდესმე იქნებოდა ახალი ვირუსი, ამაზე ბევრი იწერებოდა, არის მხატვრული ნაწარმოებებიც, ფანტასტები წერდნენ, რომ იქნება „Х ვირუსის“ დრო“, – განაცხადა პოპოვამ ტელეარხ Россия 24-ის („როსია 24“) ეთერში.

ის მიიჩნევს, რომ მსოფლიომ კორონავირუსთან დაკავშირებით ცვლილებები განიცადა. „ჩვენ ვსაუბრობთ ახალ გარემოებაზე და ახალი წესები უნდა გვქონდეს. დავიწყეთ ახალი წესების წერა, როდესაც ჯერ პიკიც კი არ გვქონდა – აპრილის ბოლოს. ჩვენ გვესმოდა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა“, – აღნიშნა მან.

კორონავირუსის სრული დამარცხება საეჭვოა: ანტისხეულები ორგანიზმში მალე ქრება – ახალი კვლევა>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, 3 ივლისისთვის მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს აჭარბებს. გარდაიცვალა 500 ათასზე მეტი ადამიანი.

ჯანმომ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0