მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელარუსში საპროტესტო აქციების 30 მონაწილე დააკავეს

© photo: Sputnik / Aleksei Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიმილიცია მინსკში
მილიცია მინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს ხელში ეკავათ არასახელმწიფოებრივი სიმბოლიკა, ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს. აქციის მონაწილეებს შორის სტუდენტები არიან

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. არასანქციონირებული აქციების დაახლოებით 30 მონაწილეა დაკავებული ბელარუსის დედაქალაქში, იუწყება РИА Новости შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ოფიციალურ წარმომადგენელზე, ნატალია განუსევიჩზე დაყრდნობით.

„ამ დროისათვის დაახლოებით 30 ადამიანია დაკავებული და გადაყვანილი რაიონულ სამმართველოებში“, - განაცხადა განუსევიჩმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რუსეთის სათათბირო: სააკაშვილი ახალ „ფერად რევოლუციაში“ გარკვეულ როლს შეასრულებს

მისი თქმით, დაკავებულები იღებდნენ მონაწილეობას არასანქციონირებულ მასობრივ ღონისძიებებში, ჰქონდათ ანტისახელმწიფოებრივი სიმბოლიკა, გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს.

მინსკში შაბათს იმართება არასანქციონირებული საპროტესტო აქციები, მათში მონაწილეობას ასევე სტუდენტები იღებენ.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,1% მიიღო, მეორე ადგილზე 10,12%-ით სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა. ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს. კენჭისყრის შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციებზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები თავდაპირველად დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებოდნენ, მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, ხმოვან ყუმბარებს, რეზინის ტყვიებს, შემდეგ კი მათ მომიტინგეების დაშლა და მათ წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება შეწყვიტეს.

Welt: ევროკავშირი ლუკაშენკოს შავ სიაში არ შეიყვანს – გაირკვა მომხრე და მოწინააღმდეგე >>

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, პირველ დღეებში 6,7 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არეულობების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 130-ზე მეტი სამართალდამცველი. არასანქციონირებული აქციების დროს სამი მომიტინგე დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0