11:10 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
77 0 0

ევროკავშირს მანამდე უკვე ჰქონდა დაწესებული სანქციები ბელარუსის მიმართ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, სანქციები 2004-დან 2016 წლამდე მოქმედებდა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არ შეიყვანს ბელარუსის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციების სიაში — უპირველესად გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის პოზიციის გამო, იუწყება გაზეთი Die Welt საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, ბერლინში, პარიზსა და რომში მიაჩნიათ, რომ „მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ლუკაშენკოსთან კავშირის არხები ღია უნდა დარჩეს“, ვინაიდან შავ სიაში მისი შეყვანა მინსკთან დიალოგის სრულიად შეწყვეტას ნიშნავს.

რაც შეეხება ბელარუსის ლიდერის მიმართ შეზღუდვების დაწესების მომხრეებს, მათ შორის პირველი ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი არიან.

აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი 15–20 ბელარუსი ჩინოვნიკის სიას განიხილავდა, რომლებისთვისაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ევროპულ საბანკო სისტემაზე წვდომა უნდა აეკრძალათ.

შევა თუ არა ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში: რუსი სენატორის კომენტარი>>

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს მანამდე უკვე ჰქონდა დაწესებული სანქციები ბელარუსის მიმართ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. სანქციები 2004-დან 2016 წლამდე მოქმედებდა. ამ ხნის განმავლობაში სანქციების სია ხან იზრდებოდა და 130 კაცსაც კი აღწევდა, ხან კი მცირდებოდა. 2008 წლის სექტემბერში ევროკავშირმა შეაჩერა სანქციები, თუმცა მათი მოქმედება 2010 წელს კვლავ აღადგინა და გაამკაცრა კიდეც რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები