რუსეთის სათათბირო: სააკაშვილი ახალ „ფერად რევოლუციაში“ გარკვეულ როლს შეასრულებს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ სააკაშვილი მართლაც გამოემართება საქართველოსკენ, ეს ნიშნავს, რომ მან აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, განაცხადა რუსმა დეპუტატმა

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი ელენა პანინა არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების სურვილი უკავშირდება იმას, რომ მას ახალ „ფერად რევოლუციაში“ გარკვეული როლი შეიძლება ეკავოს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„მე ვბრუნდები!“ – მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში Facebook-ზე უკრაინას როგორც ტავის მეორე სახლს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშობლოში ბრუნდება. მან აღიარა, რომ საქართველოში მისი მმართველობის დროს არც ისე ცოტა შეცდომა იყო დაშვებული, თუმცა ახლა ექს-პრეზიდენტმა მიიღო საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ ისინი აღარ დაუშვას. მან არაერთხელ გამოთქვა საკუთარი აზრი საქართველოში წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და განაცხადა, რომ არ ცნობს ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობას და ამიტომ მზად არის „იბრძოლოს ცეცხლის წინა ხაზზე“. მისი განცხადებები იქცა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის მიზეზად — ქვეყნის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ექს-პრეზიდენტის განცხადებები უკრაინის მოქალაქის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა.

РИА Новости-სთან საუბრისას პანინამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სისხლის სამართლის დანაშაულებში არ მოხსნილა.

„ამ სიტუაციაში სააკაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს საზღვრის გადაკვეთას თავისი მხარდამჭერების გარემოცვაში ეცდება და თავის დაბრუნებას პოლიტიკურ აქციად აქცევს. თანაც, მას უკვე აქვს მსგავსი „მოგზაურობების“ გამოცდილება, რადგან სწორედ ამგვარად დაბრუნდა ის უკრაინაში 2017 წელს მას შემდე, რაც მას ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს“, - აღნიშნა პანინამ.

მისი თქმით, სხვაობა იმაშია, რომ საქართველოში მას ციხე ელოდება, ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა. პანინამ დაამატა, რომ თუ სააკაშვილი მართლაც გამოემართება საქართველოსკენ, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - მან აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო“.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯაფარიძე: მე სააკაშვილისაც მეშინია, ბოკერიასიც მეშინია, საკუთარი თავისაც მეშინია

„თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის მჭიდრო კავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან და მის მისწრაფებას გამოირჩეოდეს ანტირუსული დემარშებით აშშ-ის დამდეგი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ასეთი სცენარი სრულიად შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს საქართველოში ახალ „ფერად რევოლუციაში“ მნიშვნელოვანი როლი შეურჩიეს“, - განაცხადა პანინამ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელთაგან რამდენიმეზე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამდე კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. 2017 წლის ივლისის ბოლოს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი დღემდე არ არის განხილული.

2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ უკანონოდ შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. მიმდინარე წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0