23:22 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (493)
190 0 0

მეცნიერებმა შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს უანგაროდ გაღებული თანხები ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. გერმანელ და ამერიკელ მეცნიერთა კვლევებით დადგინდა, რომ ხელგაშლილობა მარტო მორალური თვალსაზრისით კი არ არის კარგი, არამედ იმითაც, რომ ასეთი ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი MedicalXpress.

სწალულები ირწმუნებიან, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უფრო მაღალია იმ საზოგადოებაში, რომლის წევრებიც მარტივად უნაწილებენ ერთმანეთს რესურსებს. მათი დასკვნა ემყარება მთელ რიგ ქვეყნებში უანგარო, ე.წ. სატრანსფერო გადარიცხვების ანალიზს.

მეცნიერებმა ყურადღებით შეისწავლეს, რამდენად ხშირად ურიცხავენ ადამიანები ფულს ერთმანეთს და გამოთვალეს, შემოსავლის რამდენ პროცენტს იკავებს ამგვარი ოპერაციები მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ამ მხრივ ლიდერები აღმოჩნდნენ საფრანგეთი და იაპონია, სადაც ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაცა და უანგარო გადარიცხვების დონეც ყველაზე მაღალია.

ირკვევა, რომ ამ ქვეყნების მცხოვრებლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავიანთი შემოსავლის 68–69%-ს იღებენ უანგაროდ ნათესავებისთვის, მეგობრებისა თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.

რამდენ ხანს იცოცხლებთ: მეცნიერები დღეგრძელობის რამდენიმე ნიშანს ასახელებენ>>

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეცნიერების დასკვნით, ხელგაშლილობა ასევე ახდენს გავლენას ნაკლებად მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სხვა აფრიკულ ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტადაა ეკნომიკურად განვითარებული, იქ სატრანსფერო გადახდები მცირედაა გავრცელებული. შესაბამისად, რესპუბლიკაში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ბევრად დაბალია, ვიდრე მის მეზობელ, ნაკლებად წარმატებულ სახელმწიფოებში.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (493)

მთავარი თემები