Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი ინექცია დაცვის 97%-იან გარანტიას იძლევა, 100%-იანი დაცვისთვის კი საჭიროა ორი ინექცია 28-დღიანი ინტერვალით.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა დამტკიცების შემდეგ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს ფარმაცევტულ ბაზარზე გამოსვლას შეძლებს, განაცხადა ჩინეთის პარტიული კომიტეტის მდივანმა, სახელმწიფო კორპორაცია Sinopharm-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ ლიუ ცზინჩჟენმა, იუწყება РИА Новости.

ცდები ადამიანებზე: რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინას ცდიან>>

„27 აპრილს პეკინის ბიოპრეპარატების კვლევითმა ინსტიტუტმა ინაქტივირებული ვაქცინის კლინიკური ტესტირება დაიწყო. 28 ივნისს ამ კვლევის პირველი და მეორე ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა, 23 ივნისს Sinopharm-მა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი დაიწყო. საერთაშორისო კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ინაქტივირებული ვაქცინის დამტკიცების ეტაპზე გადასვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ამ წლის დეკემბრის ბოლოსთვის ვაქცინა შეძლებს ბაზარზე გამოსვლას“, – განაცხადა ლიუ ცზინჩჟენმა.

ვაქცინა - Sputnik საქართველო
რუსეთში COVID-19-ის ვაქცინის წარმოება დაიწყო

მისი თქმით, 16 თებერვლიდან შვიდი სახეობის ექსპერიმენტულ ცხოველზე ვაქცინის იმუნოგენურობაზე გამოკვლევა ტარდებოდა, მათ შორის თეთრ ვირთხებზე, თაგვებზე, ზღვის გოჭებზე, მაკაკებსა და ბოცვრებზე. შემდეგ ვაქცინა ადამიანთა მცირე ჯგუფზე შემოწმდა, რის შემდეგაც დაიწყო კლინიკური კვლევები. ლიუ ცზინჩჟენმა აღნიშნა, რომ არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა მძიმე გვერდითი მოვლენებით, ვაქცინაციის შემდეგ ცდის მონაწილეებს ანტისხეულები გამოუმუშავდათ.

„ერთი ინექცია დაცვის 97%-იან გარანტიას გაძლევთ, ანტისხეულები ნელა გამომუშავდება, ჩვეულებრივ ვითარებაში COVID-19-ის საწინააღმდეგოდ აუცილებელი დონე ნახევარი თვის განმავლობაში იწარმოება. ორი ინექციის შემთხვევაში დაცვის გარანტია 100%-ია“, – დასძინა მან.

მისი თქმით, პირველ და მეორე ინექციას შორის ინტერვალი 28 დღეა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია ორი ინექციის ერთდროული გაკეთება, ერთი ინექცია – მარჯვენა წინამხარში, მეორე – მარცხენაში. თითო ინექცია ოთხ მიკროგრამს შეიცავს.

ვადები ცნობილია: როდის დაიწყება რუსეთში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია>>

ვაქცინა არ იქნება ძალიან ძვირი, აღნიშნავს Sinopharm-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე.

„ინაქტივირებული ვაქცინის გასაყიდად მომზადების შემდეგ მისი ფასი არ იქნება ძალიან მაღალი. მოლოდინი გვაქვს, რომ ერთი ინექცია რამდენიმე ასეული იუანი ეღირება, მაგალითად, ორი ინექციის შემთხვევაში 1000 იუანის ფარგლებში (144 აშშ დოლარი) იქნება“, – თქვა ცზინჩჟენმა.

ყველა ახალი ამბავი
0