05:31 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (609)
431 0 0

„ვექტორის“ პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა 27 ივლისს დაიწყო, მასში 18-დან 60 წლამდე ასაკის 300 მოხალისე მონაწილეობს.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრი „ვექტორი“ (ნოვოსიბირსკი) შეუდგა კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპს – კლინიკურ ცდებს ადამიანებზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განუცხადა, იუწყება РИА Новости.

როგორია COVID-19-ის რუსული ვაქცინით დაინტერესება მსოფლიოში – ქვეყნის ჯანდაცვა>>

„ვექტორმა“ ვაქცინის კლინიკური ცდების ჩატარება 27 ივლისს დაიწყო. ცდებში მონაწილეობს 18-დან 60 წლამდე ასაკის 300 მოხალისე, მათ შორის, „ვექტორის“ 60 თანამშრომელი.

„ყველა მოხალისე, რომელიც სპეციალური წესით შეირჩა, თავს კარგად გრძნობს. იმათ, ვისაც ვაქცინა უკვე შეუყვანეს, აბსოლუტურად არანაირი გვერდითი რეაქციები არ გამოვლენიათ. უმნიშვნელო სიწითლეც კი არ აღენიშნებათ ნანემსარზე. ტემპერატურა ყველას ნორმალური აქვს“, – განაცხადა პოპოვამ.

კითხვას, რომელი სჯობს – „ვექტორის“ პრეპარატი, რომელიც ახლა იცდება, თუ გამალეის სახელობის ცენტრის უკვე დარეგისტრირებული ვაქცინა, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანას ჰქონდეს რამდენიმე ვაქცინა.

„აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციაშიც, პირველ რიგში, უნდა იყოს რამდენიმე სხვადასხვანაირი ვაქცინა. სწორედ ამით ვართ დღეს დაკავებული“, – განაცხადა მან.

გასულ კვირაში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა კორონავირუსის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, შემუშავებული გამალეის სახელობის ცენტრის მიერ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. ვაქცინის სახელწოდებაა „სპუტნიკ V“. ესაა კუნთში შესაყვანი ხსნარი. ვაქცინაცია იგეგმება ორ ეტაპად სამკვირიანი შუალედით. ასეთი სქემა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ორ წლამდე იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

თემები:
რუსეთი დღეს (609)

მთავარი თემები