08:56 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (612)
14501

რუსეთში მასობრივ ვაქცინაციას კორონავირუსზე მას შემდეგ დაიწყებენ, რაც პრეპარატის აუცილებელ რაოდენობას შექმნიან.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაციის შემდგომი კვლევების დაწყება 7–10 დღეში იგეგმება. მასში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ჩაერთვება, განაცხადა რუსეთის გამალეის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.

ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე: დაველოდებით კვლევებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას>>

„მასობრივი ვაქცინაცია დაყოვნდება მხოლოდ იმის გამო, რომ შემუშავებული ვაქცინის ძირითადი მასა რეგისტრაციის შემდგომ კვლევებზე წავა. ამის შემდეგ დანარჩენი პროდუქცია სამოქალაქო მიმოქცევაში გამოვა. დაყოვნება 2–3 კვირას შეადგენს, შეიძლება – ერთ თვეს“, – განუცხადა გინცბურგმა РИА Новости-ს.

კორონავირუსის მსოფლიოში პირველი ვაქცინის შექმნის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა. მას თავდაპირველად ტემპერატურა 38 გრადუსამდე აეწია, მაგრამ შემდეგ მალე გამოუმუშავდა იმუნიტეტი.

პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მას „სპუტნიკ V“ უწოდეს. რუსეთი ვაქცინის წარმოების თაობაზე უკვე შეუთანხმდა ხუთ ქვეყანას. საერთო სიმძლავრეები წელიწადში 500 მილიონი დოზის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

რუსეთში COVID-19-ის ვაქცინის წარმოება დაიწყო>>

უფრო ადრე რუსეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ჩართულია იმ ჩამონათვალში, რომელთა განაწილებასაც სახელმწიფო არეგულირებს. ეს საშუალებას იძლევა, რომ თავიდან იქნას აცილებული დეფიციტი და გაკონტროლდეს მისი რეგიონებში მიწოდება.

თემები:
რუსეთი დღეს (612)

მთავარი თემები