01:55 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1866)
501 0 0

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვაქცინა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აყალიბებს სტაბილურ იმუნიტეტს და მან ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო დაელოდება კვლევების შედეგებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის რუსული ვაქცინის შესახებ.

როგორ შევამციროთ კორონავირუსით ინფიცირების რისკი: ნაპოვნია ყველაზე მარტივი ეფექტური ხერხი>>

გუშინ, 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა. მისი განცხადებით, ვაქცინა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აყალიბებს სტაბილურ იმუნიტეტს და მან ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი, თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, კვლევების მონაცემებს", – განაცხადა ტიკარაძემ. 

რუსეთის სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეესტრში უკვე განთავსებულია ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი კორონავირუსის პროფილაქტიკის ვაქცინა დაარეგისტრირა.

ვაქცინის კლინიკური ცდების შედეგების თანახმად, ვაქცინის შეყვანიდან 42-ე დღეს ყველა მოხალისე თავს კარგად გრძნობს, მათ გამოუმუშავდათ აშკარა იმუნური პასუხი, არ შეინიშნება გვერდითი მოვლენები, გართულებები ან არასასურველი რეაქციები.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში განაცხადეს, რომ ვაქცინას აწარმოებენ კომპანიები Alium და Р-Фарм. როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლოს თვეში 10 მილიონი ვაქცინა იქნება წარმოებული.

რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს. პრეპარატს პირველად მედიკოსები და ასაკოვანი ადამიანები მიიღებენ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1866)

მთავარი თემები